ერთგული ხროვა

ელენა მონჯევსკას სახელობის თეატრი ლეგნიცაში (პოლონეთი)

სცენოგრაფი: პიოტრ ტეტლაკი

კოსტიუმების მხატვარი: ნატალია რეჟძელი

მუსიკალური გაფორმება: იაცეკ ჰალასი და ალბერტ პისკი

ქორეოგრაფი: იაკუბ ლევანდოვსკი

გრაფიკა და ანიმაცია: იუსტინა სოკოლოვსკა

მონაწილეობენ: მამა : გზეგოჟ ვოიდონ დედა : კატარინა დვორაკ იოანა : ადრიანა იენდროშეკ ქალიშვილები : ალექსანდრა ლისტვან, მალგოზატა პატრინ ძმები : რაფალ ჩელუხ, ბოგდან გზეშჩაკ , მატეუშ კშიკ საბინა : მაგდა დრაბ / ევა გალუშკინა მღვდელი : პაველ პალკატ იარეკ ; ალბერტ პიშკ მთხრობელი : პაველ ვოლაკ


ერთ პატარა ქალაქში ღვთისმოსავი მოქალაქეები მშვიდად ცხოვრობენ, თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, შორს დანარჩენი მსოფლიოს პოლიტიკური არასტაბილურობის, ომებისა და მღელვარებისგან. ასეთი კომფორტი განსაკუთრებული სახის საზღაურს ითხოვს: თითოეულმა თაობამ ბავშვი უნდა შესწიროს მსხვერპლად. მრავალი წლის განმავლობაში ამას არავინ ეწინააღმდეგებოდა, ყველას ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საზოგადოებისათვის, და ამართლებდნენ რწმენაზე დაქვემდებარებულ ცხოვრებას. მაგრამ ერთხელაც ქალაქში ვიღაც იბადება, ვისაც სხვაგვარი ცხოვრების მცდელობა სურს...
კრიტიკოსთა შეფასებები: „პიესას ორატორიის ფორმითაა აგებული, ხოლო თხრობა მაგიურ რეალიზმს გაგონებს. შესანიშნავი, რიტმით სავსე სპექტაკლია, სადაც თითოეული მსახიობის თამაშის სტილი ჰარმონიულად ერწყმის პერსონაჟს“; „სპექტაკლი შთამბეჭდავი სიმბოლოებითაა სავსე. ანიმაცია მიმართავს რელიგიურ ხელოვნებას, ბიბლიურ და მითოლოგიურ მოტივებს. მსახიობთა ჟესტიკულაცია - მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ კონკრეტულ რელიგიას ვერ მიაკუთვნებ - მკვეთრად რიტუალისტურია“. „ამ სპექტაკლის მთვარი ღირსება მისი უბრალოებაა. ამის გამო კარგის გარდა ვერაფერს ვიტყვით. ეს უბრალოება მოიცავს სპექტაკლის მთელ მაგიურობას და დამაჯერებელსა და რეალისტურს ხდის მას. ამის წყალობით, მაყურებელი თითქოს შორეულ წარსულში მოგზაურობს ბევრი ფოლკლორის შემცველი ამბის მოსასმენად“.
სხვა მრავალ პრიზთან ერთად, სპექტაკლი არის გდინიას ალტერნატიული დრამის ჯილდოს (2018) მფლობელი.

თეატრის შესახებ:
20 წელია ლეგნიცას მერჟეევსკას თეატრი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული თეატრია პოლონეთში. იგი მონაწილეობს პოლონეთის ყველა მთავარ თეატრალურ ფესტივალში და და პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია. თეტრს გააქვს სპექტაკლები საზღვარგარეთ, არა მარტო ევროპის ქვეყნებში (გერმანია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი და ა. შ.), არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთის ციმბირში, თურქეთსა და არგენტინაში. 2016 წელს თეატრმა მაკედონიის ეროვნულ თეატრთნ თნამშრომლობით სკოპიეში წარმოადგინა სპექტაკლი „შეწყვეტილი ოდისეა“, პოლონელებისა და მაკედონიელების ერთობლივი ისტორიის დრამატული მომენტების შესახებ მე-20 საუკუნეში. იგი ორივე ქვეყნის მთავარი თეატრების სცენებზე დაიდგა. 2019 წელს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად შექმნა წარმოდგენა „კლასიკური კოპროდუქცია“, რომელიც იკვლევს ქართულ-პოლონურ ისტორიულ კავშირებს, მსგავსებებსა და განსხვავებებს პოლონური და ქართული პერსპექტივიდან. მერჟეევსკას თეატრის ძირითდი მიმართულებაა დადგას „რეალური ამბები რეალურ სივრცეში“, რაც ხშირად თეატრისთვის უჩვეულო გარემოს ითხოვს, მაგალითად, გაუქმებული ქარხნის დარბაზები, დანგრეული კინოთეატრები და სხვ. ისტორიები ძირითდად ლეგნიცას და ქვემო სილეზიას შეეხება, რითაც ქალაქისა და რეგიონის იდენტობის საკითხებს ეხმაურება. ამასთანავე, თეატრი ქმნის სპექტაკლებს შექსპირის, კლასიკოსი პოლონელი და ევროპელი დრამატურგების პიესების მიხედვით, და ასევე სპეციალურად ლეგნიცას სცენისათვის დაწერილი პიესების მიხედვით. თეატრის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციები გადაიცემა ტელევიზიით, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახოს მაყურებელმა. მოჟეესკას თეატრის მსახიობების მიერ არაერთი კულტურული და სოციალური ღონისძიება ტარდება, მათ შორის კონცერტები, მსახიობებთნ შეხვედრები, თეატრალური წიგნების და დისკების გამოცემა და ა. შ. 2007 და 2009 წლებში თეატრმა მოიწვია უცხოეთიდან (მათ შორის აშშ-დან და საქართველოდან) თეატრალური დასები და მოაწყო ქალაქის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც აღიარეს, როგორც რეგიონის ყველაზე საინტერესო კულტურული ღონისძიება. მოჟესკას თეატრის დირექტორი/რეჟისორი იაცეკ გლომბი სასცენო (60-მდე სასცენო პიესის ავტორი) და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ბევრი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ევროპის პარლამენტის მიერ მინიჭებული ევროპის მოქალაქის პრიზი (2013).


  • 15 დეკ, კვირა 19:00
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში
  • 15/12/2019 19:00
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში