ბონდოს ღამე

ინგმარ ვილკვისტის ნაწარმოების მიხედვით გადმოქართლებული ირაკლი სამსონაძის მიერ ერთ მოქმედებად

რეჟისორი - ანდრო ენუქიძე
სცენოგრაფი - გოგლა გოგიბერიძე
მუსიკალური გაფორმება - თენგიზ შამილაძე
რეჟისორის თანაშემწე - ბაია ბოჭორიშვილი

 

მონაწილეობენ:

მაია ცეცხლაძე, ტიტე კომახიძე


თანამედროვე პოლონელი დრამატურგის, ინგმარ ვილკვისტის ორ პერსონაჟს შორის გათამაშებული მძაფრი დრამა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანდრო ენუქიძემ ქართულ სინამდვილეს მოარგო. „ბონდოს ღამე“ ჩვენს უახლოეს წარსულზე გვიამბობს უაღრესად მტკივნეულ, ადამიანური ვნებებით დამუხტულ, დამაფიქრებელ ისტორიას ცოდვა-მადლზე, ბრბოს სისასტიკესა და მსხვერპლზე...