მსუქანი ბიჭი ნატურმორტში

კომედია ორ მოქმედებად

პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - იონ საპდარუ (რუმინეთი)
თარგმნა - მიხო მოსულიშვილმა
დამდგმელი მხატვარი - აივენგო ჭელიძე
რეჟისორის თანაშემწე - ზვიად მურვანიძე

სპექტაკლში გამოყენებულია მოცარტის, ბრამსის, გაეტანო ველოსოს მუსიკალური ნაწარმოებები 

მონაწილეობენ:

ტიტე კომახიძე, თათია თათარაშვილი, მაია ცეცხლაძე, ინგა ღირდალაძე, მარინა ბურდული, ლაშა კუხიანიძე


"მსუქანი ბიჭი ნატურმორტში" - ბავშვობაში დაობლებული, ორმოც წელს მიტანებული კაცის სევდიანი კომედია, ვისაც გამზრდელმა დეიდებმა მეძავი "გაურიგეს" . . . 

რა ბედი ეწევა "ბეღურას" (დეიდები ჯერ კიდევ ამ მეტსახელით უხმობენ თავის დიშვილს), რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა . . . რა ბედი ეწევათ მზრუნველ დეიდებს და ერთ ჩვეულებრივ მეძავს? - ამაზე გვიამბობს თანამედროვე რუმინელი დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი, იონ საპდარუ, რომელიც თავის გახმაურებლ პიესას წარმოგვიდგენს ბათუმის "ახალ სცენაზე"