სილამაზის დედოფალი

კრიმინალური კომედია მარტინ მაკდონახის მიხედვითთარგმნა ირაკლი სამსონაძემ

რეჟისორი  – ლინას მარიუს ზაიკაუსკასი (ლიტვა)
მხატვარი, ვიდეო-პროექციები – მარგარიტა მისიუკოვა (ლიტვა)
მუსიკალური გაფორმება – ლინას მარიუს ზაიკაუსკასი, თენგიზ შამილაძე
რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე


მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მორინ ფოლანი - მარინა ბურდული
მეგი ფოლანი - მაია ცეცხლაძე
პატო დული- ლევან თედორაძე
რეი დული- გიგა დათიაშვილი, ბექა წილოსანი


მარიტინ მაკ-დონახი "სილამაზის დედოფალი" მძაფრი ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც მოხუცებული ქალისა და თავისი ქალიშვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. 
ირლანდიური დაბა. არავის უჩერდება გული მყუდრო, მაგრამ მოსაწყენ დასახლებაში. ვინ ინგლისსა თუ ამერიკაში ეძებს საშოვარს, ვის კი ერთფეროვანი ყოველდღიურობა ვერ აუტანია. 
მოხუცებულ ქალს მარტო დარჩენის ეშინია, მის ქალიშვილს შეყვარებულთან ერთად სურს ამერიკაში ცხოვრება. ორივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისას ეწიოს . . .

სადამდე მიგვიყვანს უმაღლეს ზღვრამდე აწეული კონფლიქტი? ლიტველი რეჟისორი ლინას მარიუს ზაიკაუსკასი ამ დაძაბული ისტორიითა და ზოგადსაკაცობრიო თემით წარსდგება ბათუმელი მაყურებლის წინაშე.