თოლია

ორ მოქმედებად

დამდგმელი  რეჟისორი  - ანდრო  ენუქიძე

მხატვარი -  გოგლა გოგიბერიძე

ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე

რეჟისორის  თანაშემწეები - ზვიად მურვანიძე, თეონა ლორთქიფანიძე 

 

მოქმედი  პირნი  და  შემსრულებელნი

არკადინა - მაია  ცეცხლაძე, ტრეპლევი- მამუკა  მანჯგალაძე, სორინი -  ზაალ  გოგუაძე, ზარეჩნაია - ანო ზურაშვილი, შამრაევი -  ზაზა  ზოიძე, პოლინა - ქეთევან  ეგუტიძე, მაშა -   ანანო  იაშვილი, ტრიგორინი -  დავით   ჯაყელი, დორნი - ტიტე   კომახიძე, მედვედენკო - ლაშა  კონცელიძე, იაკობი -  გიორგი  ყურავა, უცნაური  კაცი - კახა  კობალაძე.


დიდი დრამატურგები თავის თეატრს ქმნიან და იქედან გვესაუბრებიან მარადიულ თემებზე. ანტონ ჩეხოვის „თოლია“ ე.წ. „ახალი დრამის“ ის შედევრია, რომელიც ყველა დროსა და სივრცეში საინტერესო იქნება, რადგან სარკაზმულია, უაღრესად დრამატული, ირონიული, სიმბოლიკით გაჯერებული, მოდერნისტული და ამავე დროს, თავისი შინაგანი ბუნებით, - აპოკალუპტური, რაც ასე ზუსტად ეხმიანება პანდემიით გათანგულ ჩვენს ყოფას.

პიესაში იმდენი ფსიქოლოგიური შრეა, იმდენი პერსონაჟის ხაზი თუ ბედისწერა იკვეთება ერთმანეთში, რომ ეს, თავისთავად გულისხმობს, ახალ რეჟისორულ წაკითხვას, ხედვას, ფორმას, რასაც ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ანდრო ენუქიძე და თეატრის დასი უკვე სთავაზობს ქართველ (და არა მარტო ქართელ) მაყურებელს.