თამაში

ორ მოქმედებად

რეჟისორი - დავით დოიაშვილი

მხატვარი –  გოგლა გოგიბერიძე

კოსტიუმების მხატვარი - ნინო გოგიბერიძე, გოგლა გოგიბერიძე

ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე

რეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი, თეონა ლორთქიფანიძე

სპექტაკლში გამოყენებულია: ნინი ნუცუბიძის, გიორგი გიგაშვილის, jango-ს, Anna Doi-ს სიმღერები

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

როკო - ზაალ გოგუაძე; ლუკა - მამუკა მანჯგალაძე; ლეო - დავით ჯაყელი; პეპე - ტიტე კომახიძე, ევა - მაია ცეცხლაძე; ბიანკა - თათია თათარაშვილი ; ელე - ანი ცეცხლაძე; სოფი - ქეთევან ბარამიძე.


როგორ დაგვიზოგა დრო და თან როგორ გაგვაშიშვლა თანამედროვე ტექნოლოგიებმა! ერთ გაჯეტში ჩატეული თითოეული ადამიანის დაფარული ცხოვრება, ამბები, ვნებები, რომელიც ახლის დაწყების და ძველის ნგრევის საწინდარია. ხელის გულზე დადებული მობილურები უფრო მეტს ამბობენ უკვე ჩვენზე, ვიდრე თავად ჩვენ და ჩვენი ცხოვრების წესი. ეს ყველაფერი კი, შეიძლება ერთ მშვენიერ საღამოს ხუმრობა-ხუმრობით, უახლოესი მეგობრების და დიდი ხნის ურთიერთობების დასასრული აღმოჩნდეს. უზარმაზარი ნაპრალი-ნდობაში და ეჭვი-საკუთარ ავთენტურობაში -გვეწვიეთ ასეთ საღამოზე -ბათუმის თეატრში...