მე, ფოიერბახი

ერთ მოქმედებად

რეჟისორი - გიორგი ქლაინი
მხატვარი - კატო გელაშვილი 
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე 

მონაწილეობენ: ზაალ გოგუაძე, ლაშა კონცელიძე, მარინა ბურდული


ხშირად თეატრში მოსულ მაყურებელს იმ პროცესებზე, რომელიც თეატრში ხდება სრულიად სხვაგვარი შეხედულება აქვს; სწორედ ამიტომაა თეატრი საინტერესო, რომ სცენაზე ხდება ადამიანების გარდასხვა ისე, რომ ჩვენ მათ პერსონაჟებად ვიცნობთ და იშვიათად თუ დავფიქრებულვართ როგორი ცხოვრება აქვთ რეალურად როლს გარეთ მყოფ ადამიანებს, რომელთა პროესიაც მსახიობობაა; რა ხდება მაშინ, როდესაც თეატრში მაყურებელი არ არის?! რა პრობლემებს აწყდებიან მასში მომუშავე ადამიანები?! რა კანონზომიერებას უწესებს თეატრი მათ?! ვის აქვს თეატრში არსებობის უფლებ?! ჩვენ - სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს გავცეთ პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რომელიც უკავშირდება თეატრს და მასზე უზადოდ შეყვარებულ ადამიანებს.