მეტრონომი ანუ ხუთი შეხვედრა და არც არაფერი . . .

ერთ მოქმედებად

რეჟისორი - მერაბ ლებანიძე

სცენოგრაფი - ვერა ყიფიანი

ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე

რეჟისორის თანაშემწე -  ნატო ღლონტი

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ქეთი - ქეთევან ეგუტიძე

ნიკა - დავით ჯაყელი

სილკე - ქეთევან ბარამიძე

ზურაბი - ლევან თედორაძე

ნინი - დიანა ჩახუნაშვილი


რეჟისორმა მერაბ ლებანიძემ თამარ ბართაიას პიესაზე - ,,ხუთი შხვედრა და არც არაფერი...“ გააკეთა არჩევანი. მინიმალისტური ხერხით შესრულებული, მელოდრამატული ჟანრის ისტორია ქალისა და მამაკაცის ხუთ შეხვედრაზე გვიამბობს, სადაც ერთი შეხედვით მართლაც ,,არც არაფერი ხდება“, მაგრამ, სინამდვილეში, ადამიანური ურთიერთობების, ადამიანის ფსიქოტიპის დაფარულ, აუხსნელ შრეებს ეხება და ,,არაფრიდან“ ძალიან საინტერესო, მრავალმხრივ საგულისხმო თეატრალურ ამბავს გადმოგვცემს.