თეატრში მოგზაურობა (EN)

თეატრში მოგზაურობა

სასცენო სივრცის იჯარა (EN) თეატრში მოგზაურობა (EN)
აღმოაჩინე კულისები

მოგზაურობა თეატრში (EN)

„მოგზაურობა თეატრში" ბათუმის დრამატული თეატრის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, დაათვალიერონ თეატრი კულისებიდან და ახლოს გაეცნონ სპექტაკლის შექმნის პროცესს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან თეატრის „უჩინარ მსახიობებს" — იმ ადამიანებს, რომლებიც სპექტაკლის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: გამნათებლებს, გამხმოვანებლებს, რეკვიზიტორებს, გრიმიორებს, ადმინისტრაციას და სხვა პროფესიონალებს.

01

შეთავაზება (EN)

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, არასაპრემიერო წარმოდგენებზე, ჯგუფური დასწრების შემთხვევაში, ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ 50% და 20%-იანი ფასდაკლებით.

ფასდაკლება ვრცელდება მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და მათ თანხმლებ პირებზე (მშობლებზე).

02

პირობები (EN)

  • ჯგუფური დასწრება გულისხმობს არანაკლებ 10 ადამიანის მონაწილეობას.
  • ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ არასაპრემიერო წარმოდგენებზე.
  • ჯგუფს ნანახი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 სპექტაკლი.
  • ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა — 30 მოზარდი.
  • შეხვედრის დღე — პარასკევი.
  • აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
03

როგორ დავჯავშნოთ (EN)

ჯგუფური ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია წინასწარ განცხადების წარდგენა თეატრის დირექტორის სახელზე.

განცხადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:info@batumitheatre.ge

განცხადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ დანართში.

განცხადების ფორმის ჩამოტვირთვა (.docx)
04

ვადები და რეკომენდაციები (EN)

გამომდინარე იქიდან, რომ სპექტაკლებზე მოთხოვნა მაღალია და ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც სალაროში, ასევე ონლაინ რეჟიმში, გირჩევთ ვიზიტი წინასწარ დაგეგმოთ.

  • რეკომენდებულია ჯავშნის გაკეთება მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
  • ჯავშანი დადასტურებულად ჩაითვლება თეატრის მიერ შესაბამისი უკუკავშირის მიღების შემდეგ.
05

კალენდარი (EN)

სპექტაკლების სრული განრიგი იხილეთ მენიუში „კალენდარი".

კალენდარზე გადასვლა
06

კონტაქტი (EN)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

პარტნიორები და სპონსორები (EN)