სამი ასული
16+- რეჟისორი - სალომე ჯიჯავაძე
- სცენოგრაფი - დავით ტაკიძე
- კომპოზიტორი - ლუკა ჭეიშვილი
- ქორეოგრაფი - გიორგი გოგიშვილი
- რეჟისორის თანაშემწე - ნატო ღლონტი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- დია - ლია აბულაძე
- თეო - დიანა ჩახუნაშვილი
- ევა - მერი ნაკაშიძე
- ჯაჯო - გოგიტა მეგრელიძე
ანოტაცია:
ქართველი კლასიკოსი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის ექსპერიმენტული პიესა, სიმბოლისტურ-ექსპრესიული დრამა „სამი ასული", რეჟისორი სალომე ჯიჯავაძის ინტერპრეტქციით წარმოგვიდგება ალტერნატიული, დოკუმენტურ-მხატვრული სახით. ძირითადი ხაზი ფემიციდსა და ქალთა უფლებების შელახვაზე არის აქცენტირებული: რა რეალობაში უწევს არსებობა ქალს? მდგომარეობა, რომელსაც განიცდის სოციუმის დამოკიდებულების, სუბიექტური შეხედულებებისა თუ პიროვნული კომფორტის ზონის ჩარჩოების რღვევის შიშის გამო. ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობრივი ქმედებების ფართო სპექტრს მოიცავს, დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ემოციური ძალადობის სხვა ფორმებით, დამთავრებული ფიზიკური თუ სექსუალურით. სპექტაკლში რეტროსპექტივის გამოყენების საშუალებით თამანმედროვე რეალობაა წარმოდგენილი. ძირითადი პერსონაჟები - სამი ასული, სიმბოლურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომელთა ქმედებებიც სიუჟეტურ ხაზს აგებს და ცდილობს სისტემის რღვევას.






