ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელევიზია და რადიო"
2026 წლის 11 მარტს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელევიზია და რადიოს შორის ხელი მოეწერა ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს, თეატრისა და ტელევიზიის გუნდური შემოქმედებითი ურთიერთობის დამყარება. მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთობის განმტკიცებას და თანამშრომლობას თეატრალური ხელოვნების და მედია განვითარების სფეროში.
- ტელევიზიასა და თეატრს შორის თანამშრომლობა კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების გაშუქებისა და ერთობლივი განხორციელების მიზნით
- თეატრალურ თემატიკაზე სატელევიზიო გადაცემების, დოკუმენტური ფილმებისა და სპეციალური პროექტების წარმოების ხელისშეწყობა
- ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების, მასტერკლასების და საჯარო შეხვედრების ორგანიზება და გაშუქება
- შემოქმედებითი საქმიანობისათვის აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური რესურსების ეფექტურად გამოყენება






