ბათუმის N18 და ხელვაჩაურის სოფ. ზედა განთიადის საჯარო სკოლა სტუმრად თეატრში
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ფარგლებში „მოგზაურობა თეატრში" სტუმრებად მიიღო ბათუმის №18 საჯარო სკოლისა და ხელვაჩაურის სოფ. ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ვიზიტის დროს მოზარდები გაეცნენ თეატრის კულისებს, შეხვდნენ „უჩინარ მსახიობებს" გამნათებლებს, გამხმოვანებლებს, რეკვიზიტორებს, გრიმიორებს, ადმინისტრაციას და სხვა პროფესიონალებს, რომლებიც სპექტაკლის შექმნის პროცესში მონაწილეობენ.






