ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ფარგლებში „მოგზაურობა თეატრში" სტუმრებად მიიღო ბათუმის №18 საჯარო სკოლისა და ხელვაჩაურის სოფ. ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ვიზიტის დროს მოზარდები გაეცნენ თეატრის კულისებს, შეხვდნენ „უჩინარ მსახიობებს" — გამნათებლებს, გამხმოვანებლებს, რეკვიზიტორებს, გრიმიორებს, ადმინისტრაციას და სხვა პროფესიონალებს, რომლებიც სპექტაკლის შექმნის პროცესში მონაწილეობენ.