თეონა ლორთქიფანიძეს საპატიო წოდება მიენიჭა
აჭარაში სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის რეგიონის გამორჩეულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკოს უმაღლესი ჯილდო გადაეცათ.
ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საპატიო წოდება მიენიჭა თეონა ლორთქიფანიძეს — ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის ხელმძღვანელს.






