გასტროლი ფესტივალზე | ქ.ბრესტი(ბელარუსია) XXIV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი

  14 სექ 2019

ბათუმის ილია ჭავჭავაძი სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მიემგზავრება ბელარუსიის "ქ.ბრესტის XXIV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე", სადაც წარმოადგენს სპექტაკლს დ.კლდიაშვილის "KLDIASHVILI.GE #იმედითადამოთმინებით" რეჟ. ანდრო ენუქიძე. აღნიშნულ ფესტივალზე თეატრი 2017 წელს იმყოფებოდა სპექტაკლით “სინდრმონი ანუ ვის უგალობ ვისაო”(რეჟ.ანდრო ენუქიძე), წარმოდგენა გაიმართა ქ.ბრესტის დრამის აკადემიური თეატრის სცენაზე, დასი დაჯილდოვდა ნომინაციაში “წლის საუკეთესო ანსამბლი”. სპექტაკლის შედგომ გაიმართა შეხვედრა თეატრის კრიტიკოსებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო მედია საშუალებებთან, სადაც თეატრმა უმაღლესი შეფასება მიიღო, სწორედ ეს გახდა კვლავინდებულად ფესტივალზე მიწვევის საბაბი.