ახალი თეატრალური სივრცე

  26 მარ 2015

აჭარის ავტონომიური რასპუბლიკის მთავრობამ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის  ბიუჯეტში დამატებით გამოყო 244 244 ლარი ალტერნატიული თეატრალური სივრცის შესაქმნელად, რომელიც მოეწყობა თეატრის ყოფილ სადურგლო საამქროში (მელაშვილის ქუჩა). შენობის პროექტი მოამზადა ლევან იმედაძემ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს.  „ ჯი აი თი“.  

ამჟამად მიმდინარეობს პროექტით გათვალიწინებული სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება.

ახალი თეატრალური სივრცე თეატრის დასს ექსპერიმენტალური სპექტაკლების დადგმის საშუალებას მისცემს, მოიზიდავს ახალგაზრდა რეჟისორებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა შემოქმედთა პროფესიულ დაოსტატებას. ექსპერიმენტალური სივრცე  კარგი საშუალება იქნება მაყურებელთა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის თეატრში მოსაზიდად. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე თეატრი თავის ძირითად შემოქმედებით საქმიანობას ახალ თეატრალურ სივრცეში გააგრძელებს.