.jpg)
1980 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი
დაიბადა 1954 წლის 16 დეკემბერს. 1980 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, პედაგოგები - ლ. იოსელიანი, კ.სურმავა.
მნიშვნელოვანი როლები: კოკამხეიძე (დარაბებს მიღმა გაზაფხულია); ამირანი (ღია შუშაბანდი); პლატონი (სამანიშვილის დედინაცვალი); ზილოვი (იხვებზე ნადირობა); ბესო (კალიფორნიული სუიტა); ლიმონა (საბრალდებო დასკვნა); დარისპანი (დარისპანის გასაჭირი); ეფრო (ეს მოხდა); კომბლე (კომბლე); კნოფსი (ცრუ ნერონი); ჯოყოლა (სტუმარ–მასინძელი); ომლეტი (ქორწინება); გამცემლიძე (თეთრი ბაირაღები); ვანიჩკა (ღმერთო რისთვის?!); ფარნავაზი (სამშობლო მცირეთა და მრავალთა); დიდგვაროვანი ბიძაშვილი (სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი); პავლია (KLDIASHVILI.GE #რწმენითადაიმედით).
გადაღებულია ფილმებში: „გაღმა ნაპირზე“; „კაპიტნები“; მევლუდი“; ზღვის მაშვრალი“; „ახლო მტერი“; „თენდება გვიან“ დასხვა.
ჯილდოები:
1987 წელი აჭარის დამსახურებული არტისტი;
იუსუფ კობალაძის პრემიის ლაურეატი;
1993 წელი - პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის;
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სასცენო მოძრაობის პედაგოგი.