რეჟისორი და მუსიკალური გაფორმება – გაბრიელ გოშაძე
მხატვარი – მირიან შველიძე
ქორეოგრაფი – ეკატერინე ღლონტი
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
I მამაკაცი – ზაზა ზოიძე
II მამაკაცი – ოთარ ქათამაძე
ქალი – მარინა ბურდული
გაგა გოშაძემ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესა - "ზაფხულის დღე" აირჩია ბათუმის "ახალ სცენაზე" დასადგმელად.
პიესის ფაბულა: უიღბლო მამაკაცი თავის ჩამოხრჩობას გადაწყვეტს ერთ განმარტოვებულ ადგილას. გამოჩნდება იღბლიანი მამაკაცი, ვისაც ასევე ჩაუფიქრებია თვითმკვლელობა; მის ცხოვრებას აზრი დაუკარგა მუდმივმა, "უპირობო" წარმატებამ. პიესის მესამე პერსონაჟის - ახალგაზრდა ქალის გამოჩენა უიღბლოსა და იღბლიანის მრავლამხრივ საინტერესო დისკუსიას ტრადიციული სამკუთხედის სიუჟეტურ სიმძაფრეს სძენს.
ვის აირჩევს ქალი სუიციდის ზღვარზე მისული უიღბლოსა და იღბლიანისაგან? - "ზაფხულის დღე" იგავური ფორმით გვაწვდის პასუხს ამ მარადიულ კითხვაზე.
-
17 ივნ, შაბათი 19:00
-
17/06/2023 19:00