ეშმაკნი

ელენა მონჯევსკას სახელობის თეატრი ლეგნიცა (პოლონეთი)

სცენოგრაფი: მალგოჟატა ბულანდა

მუსიკალური გაფორმება : ბარტეკ სტრაბუჟინსკი

სასცენო მოძრაობა : ვიტოლდ იურევიჩი

თარგმანი : ადამ პომორსკი

მონაწილეობენ: მაგდა ბვეგანსკა, მაგდა დრაბ, კატარინა დვორაკ, გაბრიელა ფაბიან, ევა გალუშკინა, იოანა გონშორეკ, მალგოზატა პატრინ, ანიტა პოდემბნაკ, მაგდა სკეება, მალგოზატა ურბანსკა, ბარტოშ ბულანდა, რაფალ ჩველუხ , ბოგდან გზეზჩაკ, რობერტ გულაჩვკ, მატეუშ კშიკ, პაველ პალკატ, ალბერტ პიშკ, მატიე რაბსკი, გზეგოჟ ვოიდონ, პაველ ვოლაკ


ყველა დროის უდიდესი ნაწარმოები, ,,დანაშაულისა და სასჯელის“ ავტორის ხელოვნების ნიმუში, მრავალჯერ გაცოცხლებული თეატრალურ სცენასა და ფილმის ეკრანებზე - მათ შორის ოსკაროსანი პოლონელი რეჟისორის, ანდჟეი ვაიდას მიერ. დოსტოევსკის კრიმინალური ფაბულა, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დამყარებული, მოგვითხრობს პატარა ქალაქის რევოლუციონერებზე, რომლებიც ერთიანდებიან საერთო დანაშაულში. მეორე მხრივ, პროვინციალური აჯანყების მონაწილენი ამჟღავნებენ წლების განმავლობაში უცვლელ ადამიანურ სისუსტეებს და მანიპულაციის მექანიზმებს. სწორედ ამან შეუწყო ხელი მეოცე საუკუნის ტოტალიტარიზმის განვითარებას. ამ მექანიზმებს დღესაც ირგებენ ადამიანის გადამრჩენელის სხვადასხვა ნიღაბს ამოფარებულნი, რომელთა უტოპიური ზრახვების განხორციელების ხელისშემშლელად ისევ და ისევ ადამიანი გვევლინება. მაგრამ დოსტოევსკი მხოლოდ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებში ჩართული მწერალი არ იყო: ის გახლდათ ადამიანური ფსიქოლოგიის ოსტატი, პორტრეტებისა და შთამბეჭდავი, მრავალმნიშვნელოვანი გმირების შემქმნელი. სწორედ აქედან გამომნიდარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ეშმაკნი“ არ წარმოადგენს სოციოლოგიურ ტრაქტატსა და კრიმინალურ ქრონიკას, არამედ ეს არის სპექტაკლი ხასიათების მგზნებარე ბრძოლასა და ემოციების გამომსახველობაზე.
სპექტაკლის შესახებ კრიტიკოსები წერენ: ,,ეშმაკნი“ ძალიან კარგად გადმოგვცემს იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ - გვიყვება მანიპულაციისა და კონტროლის მექანიზმზე და ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მარტივად შეიძლება ადამიანების მართვა. მოგვითხრობს იმაზე, რომ იმ ბაირაღის უკან, რომლის ქვეშაც მოქმედებენ დესტრუქციული ძალები რეალურად არაფერი არ იმალება“ ,, წარმოდგენას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია, მათ შორის ემოციების არაჩვეულებრივი დოზირება და ტონაციების ცვლილება აჯანყების და რომანების ხაზის ერთმანეთში დაგახლართულობის ფონზე. ერთის მხრივ, შთაბეჭდილებას ახდენს სამსახიობო ოსტატობა კამერალურ ფსიქოლოგიურ დუელებში, ხოლო მეორე მხრივ - ეფექტური გუნდური სცენები.“ ,,მთლიანი სამსახიობო გუნდი მუშაობდა როგორ შვეიცარიული საათი.“

თეატრის შესახებ:
20 წელია ლეგნიცას მერჟეევსკას თეატრი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული თეატრია პოლონეთში. იგი მონაწილეობს პოლონეთის ყველა მთავარ თეატრალურ ფესტივალში და და პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია. თეტრს გააქვს სპექტაკლები საზღვარგარეთ, არა მარტო ევროპის ქვეყნებში (გერმანია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი და ა. შ.), არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთის ციმბირში, თურქეთსა და არგენტინაში. 2016 წელს თეატრმა მაკედონიის ეროვნულ თეატრთნ თნამშრომლობით სკოპიეში წარმოადგინა სპექტაკლი „შეწყვეტილი ოდისეა“, პოლონელებისა და მაკედონიელების ერთობლივი ისტორიის დრამატული მომენტების შესახებ მე-20 საუკუნეში. იგი ორივე ქვეყნის მთავარი თეატრების სცენებზე დაიდგა. 2019 წელს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად შექმნა წარმოდგენა „კლასიკური კოპროდუქცია“, რომელიც იკვლევს ქართულ-პოლონურ ისტორიულ კავშირებს, მსგავსებებსა და განსხვავებებს პოლონური და ქართული პერსპექტივიდან. მერჟეევსკას თეატრის ძირითდი მიმართულებაა დადგას „რეალური ამბები რეალურ სივრცეში“, რაც ხშირად თეატრისთვის უჩვეულო გარემოს ითხოვს, მაგალითად, გაუქმებული ქარხნის დარბაზები, დანგრეული კინოთეატრები და სხვ. ისტორიები ძირითდად ლეგნიცას და ქვემო სილეზიას შეეხება, რითაც ქალაქისა და რეგიონის იდენტობის საკითხებს ეხმაურება. ამასთანავე, თეატრი ქმნის სპექტაკლებს შექსპირის, კლასიკოსი პოლონელი და ევროპელი დრამატურგების პიესების მიხედვით, და ასევე სპეციალურად ლეგნიცას სცენისათვის დაწერილი პიესების მიხედვით. თეატრის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციები გადაიცემა ტელევიზიით, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახოს მაყურებელმა. მოჟეესკას თეატრის მსახიობების მიერ არაერთი კულტურული და სოციალური ღონისძიება ტარდება, მათ შორის კონცერტები, მსახიობებთნ შეხვედრები, თეატრალური წიგნების და დისკების გამოცემა და ა. შ. 2007 და 2009 წლებში თეატრმა მოიწვია უცხოეთიდან (მათ შორის აშშ-დან და საქართველოდან) თეატრალური დასები და მოაწყო ქალაქის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც აღიარეს, როგორც რეგიონის ყველაზე საინტერესო კულტურული ღონისძიება. მოჟესკას თეატრის დირექტორი/რეჟისორი იაცეკ გლომბი სასცენო (60-მდე სასცენო პიესის ავტორი) და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ბევრი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ევროპის პარლამენტის მიერ მინიჭებული ევროპის მოქალაქის პრიზი (2013).


  • 13 დეკ, პარასკევი 19:00
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო ტეატრალური ფესტივალის ფარგლებში
  • 13/12/2019 19:00
    სპექტაკლი იმართება ბათუმის საერთაშორისო ტეატრალური ფესტივალის ფარგლებში