ჩურჩული და კივილი

ინგმარ ბერგმანის კინოსცენარის მიხედვით

მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი

ვიდეო - თეონა მესტუმრე
მუსიკა - ცოტნე გოგიტიძე
რეჟისორის თანაშემწე - ბაია ბოჭორიშვილი

მონაწილეობენ:

მარინა ბურდული, ლია აბულაძე, მეგი კობალაძე, ანი ცეცხლაძე, დავით ჯაყელი, ოთარ ქათამაძე, მამუკა ქათამაძე


ლეგენდარული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის კინოსცენარი „ჩურჩული და კივილი“ ონკოლოგიური სენით შეპყრობილ აგნესზე და მის ირგვლივ მყოფ ნათესავებზეა. ამბავი იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილი შვება უფროა ვიდრე უბედურება, როცა სიცოცხლეზე კონტროლს კარგავ და სიკვდილს როგორც გამოსავალს ისე ელოდები. სატანჯველი იმდენად დიდი და უსასურულოა, რომ ირგვლივ მყოფები გრძნობებს ვეღარ იმორჩილებენ და ერთმანეთთან გაუცხოვების მიზეზების ძებნას იწყებენ. არსებობს თუ არა დებს შორის სიყვარულის ხელახლა შობის იმედი? რამდენად დიდი ტანჯვაა მათთვის სხვისი სატანჯველი და რა დრო სჭირდება სიძულვილს თანაგრძნობის ჩასანაცვლებლად.

არის დებზე, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულს გადაეჩვივნენ, მათ ქმრებზე და კიდევ ანაზე, რომელმაც ვერაფრით ვერ შეძლო თავისი ქალბატონისთვის ეღალატა.