ცხოვრება გრძელდება

ქართულ-ბრიტანული კოპროდუქცია:

პიესის ავტორი – ჰანა მოსი და დეივიდ რალფი (დიდი ბრიტანეთი)
რეჟისორი– ჰანა მოსი და დეივიდ რალფი
პროდუქციის დიზაინერი – ემა ტომპკინსი(დიდი ბრიტანეთი)
განათების დიზაინერი – სელია დუგუა(დიდი ბრიტანეთი)
თარგმანი – ქეთევან ტვილდიანი
რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე

მონაწილეობენ:
ოთარ ქათამაძე, მეგი კობალაძე.
 

ქართულ-ბრიტანული კოპროდუქცია:
სპექტაკლის ქართულენოვანი ვერსია განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – ,,საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობა’’ ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია აჭარის საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს პროფესიული დონის ამაღლება და საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს შორის შემოქმედებითი კავშირების ხელშეწყობა. 

„ცხოვრება გრძელდება“ არის ბრიტანელი რეჟისორების დეივიდ რალფისა და ჰანა მოსის პიესა. სპექტაკლის პრემიერა 2014 წელს ედინბურგის ფრინჯის ფესტივალზე გაიმართა. მას შემდეგ სპექტაკლმა გასტროლებით მთელი ბრიტანეთი მოიარა. ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის ქართულენოვან ვერსიაში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები.


სპექტაკლში მოთხრობილ ამბავს საფუძვლად უდევს ჰანას რეალური ისტორია. ჰანას მამა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა, როცა ჰანა 17 წლის იყო. წარმოდგენაში არ ისმის საუბარი. მსახიობები თავიანთ სათქმელს ან დაფაზე წერენ, ან ფიზიკურად და ვიზუალურად გამოხატავენ. მიზეზი იმისა თუ რატომ არ ვლაპარაკობთ მთელი წარმოდგენის განმავლობაში გახლავთ ის, რომ გვინდა ვაჩვენოთ რამდენად ძნელია დანაკარგზე საუბარი. ამით გვსურს უფრო მეტად ჩავწვდეთ მწუხარების ნამდვილ ბუნებას.