მინის სამხეცე

დრამა ერთ მოქმედებად
თარგმნა მირანდა გურგენიძემ

რეჟისორი – იან ნოვარა (პოლონეთი)

მხატვარი –  მაგდალენა გაევსკა (პოლონეთი)

მუსიკალური გაფორმება – პაველ ნაფუსი(პოლონეთი)

ქორეოგრაფი -  ტომეკ დაევსკი(პოლონეთი)

მულტიმედია - მარჩინ პაველჩაკი(პოლონეთი)

რეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი

                

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :

ამანდა - ლია აბულაძე,  ტომი - ლაშა კონცელიძე,

ლაურა - ანანო იაშვილი, ჯიმი - მამუკა მანჯგალაძე


ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „დიდი სცენა“ სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. ცნობილი პოლონელი რეჟისორი იან ნოვარა გამოჩენილი ამერიკელი დრამატურგის პიესას დგამს. ტენესი უილიამსის „მინის სამხეცე“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული სხვადასხვა ინტერპრეტაციით. 

შეუძლებელია არ მოგნუსხოს, არ შეგძრას პიესაში მოთხრობილმა ადამიანურმა დრამამ. ერთი ოჯახის ისტორია _ დედა და მისი ქალ-ვაჟი. მათი ილუზიები ცხოვრებაზე მინასავით სათუთია, ცხოვრება კი მკაცრია, ცხოვრებაში ვერ ხეირობენ ის ნოქრები, ვინც გასაყიდი ფეხსაცმლის ყუთის ხუფზე ლექსებს წერენ. ამ ოჯახის სამივე წევრს თავისი ოცნება აქვს; ისინი მართლაც მოგვაგონებენ მინის კოლბაში მოქცეულ გმირებს. როგორ ინგრევა ადამიანური ოცნებები „მინის სამხეცეთში“? _ აი, ამ ისტროას გვიამბობს ეს საქვეყნოდ გახმაურებული პიესა.