ბათუმის დრამატული თეატრი

ედიტ პიაფი

  10 სექ. 2017 წ.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარეობს მუშაობა ახალგაზრდა ქართველი მწერლის ნინო სადღობელაშვილის პიესაზე ,,ედიტ პიაფი“.

სპექტაკლს დგამს რეჟისორი გიორგი სიხარულიძე. სცენოგრაფიაზე მუშაობს მხატვარი თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმება გიორგი სიხარულიძის. ახალ სპექტაკლში როლებს ასრულებენ მსახიობები: მაია ცეცხლაძე, ქეთი ეგუტიძე, ზაალ გოგუაძე, ტიტე კომახიძე, კახა კობალაძე, მამუკა მანჯგალაძე და აბელ სოსელია(ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი) აღსანიშნავია, რომ ეს არის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი შემოქმედებითი პროექტი.

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება ოქტომბრის თვის პირველ ნახევარში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“.