რეპერტუარი

  • ღამის პორტიე


  • ავტორი: ლილიანა კავანი
  • რეჟისორი: ზაზა სიხარულიძე
  • ქრონომეტრაჟი: 70 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 04 აგვ 2015

ლილიანა კავანი (თარგმნა ირაკლი სამსონაძემ)

რეჟისორი ზაზა სიხარულიძე გახმაურებული ამერიკული ფილმის „ღამის პორტიე“-ს სცენურ ვერსიას სთავაზობს მაყურებელს, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავისი თემატური არჩევანითაა საინტერესოცა და ნიშანდობლივიც. ფაშისტური რეჟიმი, საკონცენტრაციო ბანაკი და იქ, იმ კოშმარში, ჯალათსა და თავის მსხვერპლს შორის წვეული სიყვარული. რა განვითარებას პოულობს ეს ამბავი წლების შემდეგ, როგორ იცვლებიან, თუ არ იცვლებიან ამ ისტორიის მთავარი გმირები, რა განაჩენი გამოუტანა იატაკქვეშეთში გადანაცვლებულმა რეჟიმმა შეყვარებულ წყვილს?..