რეპერტუარი

  • ზამთრის ზღაპარი


  • ავტორი: იგნას კორნელისენი
  • რეჟისორი: ტარეკ ისკანდერი (დიდი ბრიტანეთი)
  • ქრონომეტრაჟი: 70 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 21 ნოე 2015

კომედია ერთ მოქმედებად

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზღაპრის ბოლო ერთია - სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, სიყვარული კი სიძულვილს, მკითხველი თუ მაყურებელი მაინც მოუთმენლად ელის ამ მაგიურ ჟანრში მოგზაურობას. 
ბრიტანელი რეჟისორი ტარეკ ისკანდერი ახალ სცენაზე წარმოადგენს იგნასი კორნელისენის პიესას - „ზამთრის ზღაპარი“.
ნაწარმოების ბოლო აკორდია ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვები : „ ამ ამბის მორალია...“ როგორც ხედავთ, დრამატურგი სამი წერტილით ასრულებს ისტორიას. 
რა უნდა იყოს „ზამთრის ზღაპრის“ მორალი ? ამაზე სპექტაკლის ნახვის შემდეგ ჩავფიქრდეთ...

  • ქორწინება


  • ავტორი: ნ. გოგოლის
  • რეჟისორი: ლაშა შეროზია
  • ქრონომეტრაჟი: 120 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 15 ოქტ 2015

დაუჯერებელი ამბავი ორ მოქმედებად ნ. გოგოლის

შუახნის მოხელე ჰოდკოლიოსინს მაჭანკალი ქალი ვაჭრის ქალიშვილზე, აგაფიაზე დაქორწინებას სთავაზობს. ჰოდკოლიოსინს თითქოსდა სურს აგაფიაზე დაქორწინება, მაგრამ ამავე დროს ფეხს ითრევს. საქმეში ერთვება მოხელის მეგობარი, ვინმე კოჩკარიოვი. ეს დაუდეგარი ხასიათის კაცი იმდენს მოახერხებს, რომ მრავალრიცხოვან სასიძოებს ჩამოაშორებს აგაფიას და საპატარძლოს ჰოდკოლიოსინის სასიკეთოდ განაწყობს.
საქმე გაჩარხულია – აგაფიაც თანახმაა ქორწინებაზე და ჰოდკოლიოსინიც, მაგრამ გადამწყვეტ ჟამს...
მართლაც რომ დაუჯერებელი ამბავი ხდება ფინალში.

  • მსუქანი ბიჭი ნატურმორტში


  • ავტორი: იონ საპდარუ (რუმინეთი)
  • რეჟისორი: იონ საპდარუ (რუმინეთი)
  • ქრონომეტრაჟი: 140 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 09 ოქტ 2015

კომედია ორ მოქმედებად

"მსუქანი ბიჭი ნატურმორტში" - ბავშვობაში დაობლებული, ორმოც წელს მიტანებული კაცის სევდიანი კომედია, ვისაც გამზრდელმა დეიდებმა მეძავი "გაურიგეს" . . . 

რა ბედი ეწევა "ბეღურას" (დეიდები ჯერ კიდევ ამ მეტსახელით უხმობენ თავის დიშვილს), რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა . . . რა ბედი ეწევათ მზრუნველ დეიდებს და ერთ ჩვეულებრივ მეძავს? - ამაზე გვიამბობს თანამედროვე რუმინელი დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი, იონ საპდარუ, რომელიც თავის გახმაურებლ პიესას წარმოგვიდგენს ბათუმის "ახალ სცენაზე"

  • ჩურჩული და კივილი


  • ავტორი: ინგმარ ბერგმანის კინოსცენარის მიხედვით
  • რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი
  • ქრონომეტრაჟი: 55 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 31 აგვ 2015

ინგმარ ბერგმანის კინოსცენარის მიხედვით

ლეგენდარული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის კინოსცენარი „ჩურჩული და კივილი“ ონკოლოგიური სენით შეპყრობილ აგნესზე და მის ირგვლივ მყოფ ნათესავებზეა. ამბავი იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილი შვება უფროა ვიდრე უბედურება, როცა სიცოცხლეზე კონტროლს კარგავ და სიკვდილს როგორც გამოსავალს ისე ელოდები. სატანჯველი იმდენად დიდი და უსასურულოა, რომ ირგვლივ მყოფები გრძნობებს ვეღარ იმორჩილებენ და ერთმანეთთან გაუცხოვების მიზეზების ძებნას იწყებენ. არსებობს თუ არა დებს შორის სიყვარულის ხელახლა შობის იმედი? რამდენად დიდი ტანჯვაა მათთვის სხვისი სატანჯველი და რა დრო სჭირდება სიძულვილს თანაგრძნობის ჩასანაცვლებლად.

არის დებზე, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულს გადაეჩვივნენ, მათ ქმრებზე და კიდევ ანაზე, რომელმაც ვერაფრით ვერ შეძლო თავისი ქალბატონისთვის ეღალატა.

  • ტერეზა რაკენი


  • ავტორი: ემილ ზოლა ერთსახელიანი მოთხრობის მიხედვით
  • რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
  • ქრონომეტრაჟი: 120 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 13 აგვ 2015

ცოდვიანი სიყვარულის ტრაგიკული ისტორია(ორ მოქმედებად)

ემილ ზოლას ნაწარმოები მძაფრი დრამაა, რომელიც ერთი ოჯახის ფონზე ვითარდება. ქალბატონი თავის ავადმყოფ ვაჟს ოჯახში შეხიზნულ, უთვისტომო ქალიშვილზე დააქორწინებს. ახალგაზრდა ქალი სიცოცხლესა და ქალურ ბედნიერებას ელტვის. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, "საჭირო" დროს აუცილებლად ჩნდება "საჭირო" მამაკაცი. ამჯერადაც ასე მოხდება. შეყვარებული წყვილი ავადმყოფის თავიდან მოცილებას გადაწყვეტს და თავის მიზანს განახორციელებს კიდეც. რა სასჯელს გაუმზადებს მათ განგება?

  • ბონდოს ღამე


  • ავტორი: ინგმარ ვილკვისტის ნაწარმოების მიხედვით გადმოქართლებული ირაკლი სამსონაძის მიერ
  • რეჟისორი: ანდრო ენუქიძე
  • ქრონომეტრაჟი: 90 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 05 აგვ 2015

ინგმარ ვილკვისტის ნაწარმოების მიხედვით გადმოქართლებული ირაკლი სამსონაძის მიერ ერთ მოქმედებად

თანამედროვე პოლონელი დრამატურგის, ინგმარ ვილკვისტის ორ პერსონაჟს შორის გათამაშებული მძაფრი დრამა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანდრო ენუქიძემ ქართულ სინამდვილეს მოარგო. „ბონდოს ღამე“ ჩვენს უახლოეს წარსულზე გვიამბობს უაღრესად მტკივნეულ, ადამიანური ვნებებით დამუხტულ, დამაფიქრებელ ისტორიას ცოდვა-მადლზე, ბრბოს სისასტიკესა და მსხვერპლზე...