დაარქვი, რაც გინდა

დაარქვი, რაც გინდა

დაარქვი, რაც გინდა

14+
ოთარ ქათამაძე
  • რეჟისორი - გაგა გოშაძე
  • რეჟისორის თანაშემწე –  თეონა ლორთქიფანიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

  •  ტრიო - გიორგი ყურავა
  •  ზალპე - თორნიკე ბარამიძე
  •  შპრახსტალმაისტერი - მიხეილ ღომიძე

ანოტაცია:

ოთარ (ოთია) ქათამაძე გამორჩეული მოვლენა იყო ბათუმის დრამატული თეატრის თანამედროვე ისტორიაში. შესანიშნავმა ახალგაზრდა მსახიობმა, რეჟისორმა, დრამატუგმა, შეიძ₾ება ითქვას, განსაკუთრებული კვალი დატოვა, როგორც შემოქმედმა და როგორც მოქალაქემ. 

რეჟისორმა გაბრიელ გოშაძემ ოთარ ქათამაძის პიესა „დაარქვი, რაც გინდა“ მხოლოდ ამ ახალგაზრდა ადამიანის შემოქმედებითი და პიროვნული თვისებების გამო არ არიჩია დასადგმელად. კარგად თუ დავაკვირდებით პიესის არქიტექტონიკას, ატმოსფეროს და გმირების ხასიათს, აშკარად ვიგრძნობთ, რამდენად ტრაგიკულადაა განცდილი ჩვენი დღევანდელობა, ხელოვანის ბედი ტექნოკრატიულ, უმთავრესი საზრისიგან დაცლილ სამყაროში.

ერთსაც დავსძენთ, ოთარ ქათამაძის პიესას მარადიულობის ის მადლი სცხია, რითაც აბსურდისტების შესანიშანვი პლიადა, - სემიუელ ბეკეტი, ეჟენ იონესკო, სლავომირ მროჟეკი იყვნენ აღბეჭდილნი...

 

ჩანაწერი მალე განთავსდება
ჩანაწერი მალე განთავსდება
პარტნიორები და სპონსორები