დარისპანის გასაჭირი
12+ტექსტის ადაპტაციის ავტორი ვალერი ოთხოზორია, გიორგი კაშია
- რეჟისორი — გიორგი კაშია
- მხატვარი — ანანო დოლიძე
- კომპოზიტორი — გიორგი ჯღარკავა
- რეჟისორის თანაშემწე — ელენე კომახიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- დარისპანი — ავთანდილ ქარჩავა
- მართა — თამარ მაყაშვილი
- პელაგია — ინგა ღირდალაძე
- კაროჟნა — ხატია ფოფხაძე
- ნატალია — სალომე ბედინეიშვილი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი)
- ოსიკო — თორნიკე ბარამიძე, ტამანგო ჯღერია
- ონისიმე — ზურაბ შილაკაძე
- ელენე — მარიამ მღებრიშვილი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი)
ანოტაცია:
დავით კლდიაშვილის უკვდავი პროზაული ქმნილებები თავისი გამორჩეული ბუნების მეოხებით იმთავიდან იქცევდა და იქცევს ქართული (და არა მარტო ქართული) თეატრის ინტერესს. რა თქმა უნდა, ბათუმის დრამატული თეატრიც არაა გამონაკლისი.
რეჟისორმა გიორგი კაშიამ ვალერი ოთხოზორიასთან თანამშრომლობით შექმნა „დარისპანის გასაჭირის" სცენური ვერსია. კლასიკა იმიტომაცაა კლასიკა, რომ ნებისმიერ დროსა თუ ეპოქაში ახალი კუთხით, ახალი თვალით გვაჩვენებს არსებულ სინამდვილეს. კლდიაშვილის დარისპანიც დამოგზაურობს თაობიდან თაობაში, ერთდროულად დაატარებს კომიზმსა თუ ტრაგიზმს, გაუნელებელ ტკივილსა თუ მარადიულ საფიქრალს.






