რეისი LP 43-20
16+- რეჟისორი - ანდრო ენუქიძე
- მხატვარი - გოგლა გოგიბერიძე
- ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
- რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე, ელენე კომახიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- გიორგი ძია - ზაალ გოგუაძე
- ვანო - ტიტე კომახიძე
- პავლე - დავით ჯაყელი
- დიანა - ანანო იაშვილი
ანოტაცია:
„რეისი LP 43-20“ რუმინელი ავტორის, ლუჩია ბელიანუს „მოდარაჯე ძაღლების“ მიხედვით შექმნილი პიესაა.
ეს დრამატული, ადამიანური ტრანვებით გაჯერებული ისტორია აეროპორტში ვითარდება. სიუჟეტური ქარგა შემდეგია: აეროპორტის ორ თანამშრომლეს - ხანდაზმულ ძია ჟორასა და ახალგაზრდა პავლეს, უცნობი ქალი - დიანა, ლისაბონში გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ბორტამდე მიღწევას თხოვს.
დიანას სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, რადგან სამი თვის მანძილზე არაფერი გაუგია ლისაბონში საშოვარზე წასული ქმრისაგან. რას მოიმოქმედებენ აეროპორტის თანამშრომლები, ან - როგორ გადაწყდება დიანას ბედი? ზოგადათ, რას უქადის ჩვეულებრივ ადამიანებს თავისი ყოველდღიური, ჩვეულებრივი პრობლემებით დახუნძლული ცხოვრება, რომელიც, კაცმა რომ თქვას, თითქოს ცაშია გამოკიდებული და რეალური საყრდენი არ გააჩნია?
რეჟისორი ანდრო ენუქიძე, მარადიულმა კითხვამ ჩააფიქრა, რადგან, ეკლესიასტეს ამაოება ამაოებისა არ იყოს, წარმავალობაზე მარადიული მართლაც არაფერია.






