უხერხემლო
14+- რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - გაგა გოშაძე
- მხატვარი - აკაკი ჯაში
- რეჟისორის თანაშემწე - ნატო ღლონტი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- მართა - მაია ცეცხლაძე
- მამია - ტიტე კომახიძე
- ნინო - მარიამ გველესიანი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი)
- დანიელი - თორნიკე ბარამიძე
- მღვდელი - კახა კობალაძე
ანოტაცია:
ალექსი ჩიღვინაძე დრამა - „უხერხემლო" ერთ-ერთი საყურადღებო მოვლენაა თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში. მენტალური დაპირისპირება ამ პიესის თემაცაა და მსოფლმხედველობრივი კონფლიქტის უმაღლესი ტემპერატურაც.
რეჟისორმა გაგა გოშაძემ, როგორც ჩანს, დრამატურგიული მასალის ძიებისას სწორედ ამით იხელმძღვანელა, პიესა ყოფილიყო ქართული სინამდვილიდან, ყოფილიყო თემატურად აქტუალური, მძაფრი, ჟანრულად გამართული და რაც მთავარია, იმ თვისების მატარებელი, რომელიც მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს.






