2026 წლის 31 მარტს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმს" შორის ხელი მოეწერა ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს, თეატრისა და „ტოიოტას ცენტრი ბათუმს" გუნდური შემოქმედებითი ურთიერთობის დამყარება. მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთობის განმტკიცებას და თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერას, გამოცდილებისა და რესურსების გაზიარებას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ორივე მხარის განვითარების და საერთო მიზნების ეფექტიანად მიღწევას.

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეძლებისდაგვარად ითანამშრომლებენ რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყონ მათი საქმიანობების ხელშეწყობა.

მხარეთა საქმიანობების ხელშეწყობა შესაძლებელია განხორციელდეს მათი ინტერესის სფეროში შემავალი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებისა და სასპონსორო მომსახურების გაწევის გზით, რის შესახებაც მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში გაფორმდება შესაბამისი ცალკე ხელშეკრულებები.

საჭიროების შემთხვევაში, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, შეთანხმებული ღონისძიებების ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამოიყენონ საკუთარი ინფრასტრუქტურა/დარბაზი, მხოლოდ ორმხრივი წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.