რეპერტუარი

  • მე, ფოიერბახი


  • ავტორი: ტანკრედ დორსტის პიესის მიხედვი
  • რეჟისორი: გიორგი ქლაინი
  • ქრონომეტრაჟი: 50 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 22 იან 2022

ერთ მოქმედებად

ხშირად თეატრში მოსულ მაყურებელს იმ პროცესებზე, რომელიც თეატრში ხდება სრულიად სხვაგვარი შეხედულება აქვს; სწორედ ამიტომაა თეატრი საინტერესო, რომ სცენაზე ხდება ადამიანების გარდასხვა ისე, რომ ჩვენ მათ პერსონაჟებად ვიცნობთ და იშვიათად თუ დავფიქრებულვართ როგორი ცხოვრება აქვთ რეალურად როლს გარეთ მყოფ ადამიანებს, რომელთა პროესიაც მსახიობობაა; რა ხდება მაშინ, როდესაც თეატრში მაყურებელი არ არის?! რა პრობლემებს აწყდებიან მასში მომუშავე ადამიანები?! რა კანონზომიერებას უწესებს თეატრი მათ?! ვის აქვს თეატრში არსებობის უფლებ?! ჩვენ - სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს გავცეთ პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რომელიც უკავშირდება თეატრს და მასზე უზადოდ შეყვარებულ ადამიანებს.

  • თამაში


  • ავტორი: პაოლო ჯინოვეზეს მიხედვით
  • რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • ქრონომეტრაჟი: 180 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 20 ოქტ 2021

ორ მოქმედებად

როგორ დაგვიზოგა დრო და თან როგორ გაგვაშიშვლა თანამედროვე ტექნოლოგიებმა! ერთ გაჯეტში ჩატეული თითოეული ადამიანის დაფარული ცხოვრება, ამბები, ვნებები, რომელიც ახლის დაწყების და ძველის ნგრევის საწინდარია. ხელის გულზე დადებული მობილურები უფრო მეტს ამბობენ უკვე ჩვენზე, ვიდრე თავად ჩვენ და ჩვენი ცხოვრების წესი. ეს ყველაფერი კი, შეიძლება ერთ მშვენიერ საღამოს ხუმრობა-ხუმრობით, უახლოესი მეგობრების და დიდი ხნის ურთიერთობების დასასრული აღმოჩნდეს. უზარმაზარი ნაპრალი-ნდობაში და ეჭვი-საკუთარ ავთენტურობაში -გვეწვიეთ ასეთ საღამოზე -ბათუმის თეატრში... 

  • თოლია


  • ავტორი: ანტონ ჩეხოვი
  • რეჟისორი: ანდრო ენუქიძე
  • ქრონომეტრაჟი: 180 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 20 მაი 2021

ორ მოქმედებად

დიდი დრამატურგები თავის თეატრს ქმნიან და იქედან გვესაუბრებიან მარადიულ თემებზე. ანტონ ჩეხოვის „თოლია“ ე.წ. „ახალი დრამის“ ის შედევრია, რომელიც ყველა დროსა და სივრცეში საინტერესო იქნება, რადგან სარკაზმულია, უაღრესად დრამატული, ირონიული, სიმბოლიკით გაჯერებული, მოდერნისტული და ამავე დროს, თავისი შინაგანი ბუნებით, - აპოკალუპტური, რაც ასე ზუსტად ეხმიანება პანდემიით გათანგულ ჩვენს ყოფას.

პიესაში იმდენი ფსიქოლოგიური შრეა, იმდენი პერსონაჟის ხაზი თუ ბედისწერა იკვეთება ერთმანეთში, რომ ეს, თავისთავად გულისხმობს, ახალ რეჟისორულ წაკითხვას, ხედვას, ფორმას, რასაც ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ანდრო ენუქიძე და თეატრის დასი უკვე სთავაზობს ქართველ (და არა მარტო ქართელ) მაყურებელს.

  • სჯანი


  • ავტორი: ლეონიდ ანდრეევი
  • რეჟისორი: ზაზა სიხარულიძე
  • ქრონომეტრაჟი: 80 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 01 აპრ 2021

თარგმანი და სცენური რედაქცია თამაზ გოდერძიშვილისა

,,რომელი ძლიერი გამომიწვდის დახმარების ხელს? 
არცერთი! 
არავინ! 
სად ვიპოვი იმ მარადიულს, ჩემი საბრალო, უსუსური, საშინელებამდე მარტოსული ,,მეთი“ რომ მივეტმასნო?
არსად! არსად!“

ლეონიდ ანდრეევი ,,სჯანი“ 
დაბეჭდვამდე ლეონიდ ანდრეევმა მოთხრობა მაქსიმ გორკის წააკითხა. ,,მშვენიერი მოთხრობაა“ - უპასუხა გორკიმ - დაე, ეშინოდეს ცხოვრებისა, სასოწარკვეთის რკინის მარწუხებით შებოჭე მისი საზიზღარი აღვირახსნილობა და თავგასულობა, აღუვსე სულის სიცარიელე თავზარითა და შიშით! თუ ამას ყველაფერს გაუძლებს- გამოჯანმრთელდება, თუ ვერ გაუძლებს, მოკვდება გაქრება!

  • ბოლო გაჩერება


  • ავტორი: თარგმნა ზურაბ გოშაძემ
  • რეჟისორი: გაგა გოშაძე
  • ქრონომეტრაჟი: 60 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 28 ივლ 2020

ნიკოლას ე.ბრაერის კინო სცენარის მიხედვით

ანოტაცია:
კინოხელოვნება ხშიად მიმართავს თეატრისათვის შექმნილი პიესების ეკრანიზაციას. არცთუ იშვიათად პირიქითაც ხდება. 
რეჟისორმა გაგა გოშაძემ ნიკოლაუს რ.ბრაერის კინოსცენარზე - „ინცინდენტი, ანდა შემთხვევა მეტროში“ შეაჩერა არჩევანი, რის მიხედვითაც გახმაურებული ფილმი შეიქმნა ჰოლივუდში. 
სპექტაკლი - „ბოლო გაჩერება“ 2011 წელს დაიდგა ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და იმთავითვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება მძაფრი სიუჟეტითა და დრამატული სიტუაციით, რომელიც მატარებლის ერთ ვაგონში ვითარდება . . .

  • ელექტრას ომი


  • ავტორი: ნინო ხარატიშვილი
  • რეჟისორი: გურამ მაცხონაშვილი
  • ქრონომეტრაჟი: 100 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 17 ივლ 2020

ერთ მოქმედებად

ჩვენ — მსახიობები, რეჟისორი, მხატვრები, კომპოზიტორი, განათებისა და ხმის დიზაინერები, ჩვენ, ვინც ახლა ბათუმის დრამატული თეატრის ამ ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ვიკვლევთ თემას, რომელიც არასდროს „გადადის მოდიდან”, სამწუხაროდ. ჩვენ ვიკვლევთ ომს სროლების, დასვრილი ტანსაცმლის, ტელევიზორებიდან გადმოღვრილი ახალი ამბების გარეშე. ელექტრა წერილს გზავნის ღამის კოსმოსში და ტანზე “Balenciaga”-ს დიდი, შავი კაბა აცვია: 

,, მე და შენ ყველაფერს გავაჩუქებთ და პატარა ქოხს ავაშენებთ იმ კლდესთან, სადაც ბავშვობაში გვითამაშია. ის ადგილი ჩვენთვის შემოვინახე, ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ჩემს მკლავებს მოგცემ, რომ იბრძოლო. ჩემს თვალებს, რომ შეიცნო. ჩემს პირს, რომ ილაპარაკო. ფეხებს მოგცემ სარბენად და ტუჩებს საკოცნელად, - თუ თვითონ ვეღარ შეძლებ. ყველაფერს მოგცემ, ოღონდ დაბრუნდი, ორესტე, დამიბრუნდი. და უგემრიელეს ერბოკვერცხსაც შეგიწვავ!’’